ლარი გაუფასურებას განაგრობს. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.79 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.79 ლარი შეადგინა. ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2,78 ლარი იყო. რაც შეეხება ბლუმბერგის სავაჭრო სისტემა, 1 დოლარის ღირებუება ამ წუთისთვის, 2.8 ლარია.
„ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება“ - ასე პასუხობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. დღეს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის შემდეგ კობა გვენეტაძემ მედიის კითხვებს უპასუხა და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი კითხვა დაისვა ლარზე.


































