მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სერვისებს სთავაზობს Rank Pilots-ი მომხმარებლებს? - კომპანიის დამფუძნებელი

ლუკა ცხადაძე
სტატიაში საუბარია:

ინტერნეტის ეპოქაში, კონტენტის გაზიარების მთავარ წყაროდ საძიებო სისტემები იქცა, რომელთა შორის უმთავრესი - Google-ია, რომელზედაც ამ ბაზრის 90% მოდის. Google-ის მიერ დაკავებულ ბაზრის ამგვარ წილს, ცხადია, კომპანიის ისტორიაც განაპირობებს, მაგრამ დღემდე დომინანტურ პოზიციაში ყოფნა იმ ჭკვიანი ალგორითმების დამსახურებაა, რომელთაც კომპანია იყენებს. სწორედ ჭკვიან ალგორითმებს ეფუძნება ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, რომლის შესახებ, დარწმუნებული ვარ, ყველას გვსმენია, მაგრამ მისი რეალური მუშაობის პრინციპის შესახებ ცოტა რამ ვიცით. ეს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის სისტემა, იგივე SEO-ა, რომლის გარეშე, კონტენტი, რომელსაც ინტერნეტში ვდებთ, ინტერნეტის უსასრულო ქსელში იკარგება, რაც რესურსების ფლანგვაა.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მიმართულებით საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კომპანია Rank Pilots-ია, რომელიც ორი წელია, გლობალურ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს სრულ SEO-მომსახურებას სთავაზობს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ლუკა ცხადაძემ TECH INFORM-ში განაცხადა, პროცესი, რომელსაც სხვადასხვა კომპანია გადის, ძირითადად, მისი ვებგვერდის მდგომარეობაზე არის დამოკიდებული.

“ორი წელია, რაც Rank Pilots-ი გლობალურ ბაზარზე ოპერირებს. ჩვენი კლიენტების 80% საერთაშორისო კომპანიები არიან, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან. ადგილობრივ ბაზარზე კი, მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დავიწყეთ.

პროცესი, ცხადია, დამოკიდებულია ბიზნესის სპეფიციკაზე და ვებგვერდის მდგომარეობაზე. გვყავს ისეთი კლიენტებიც, რომელთაც ვებგვერდი საერთოდ არ აქვთ, ანუ პროცესში თავიდანვე ვერთვებით და მას ჩვენი წესების, ე.წ. “გაიდლაინების” მიხედვით ვაწყობთ - ჩვენთვის, ეს საუკეთესო ვარიანტია, რადგან ასე ვებგვერდი თავიდანვე სწორად იმართება. კიდევ ერთი ვარიანტია, როცა კომპანიას საშუალო დონის ვებგვერდი აქვს და მისი გაუმჯობესება სურს, მაგრამ არსებობენ ისეთი კომპანიებიც, რომელთაც Google-ის საძიებო სისტემაში სტაგნაცია აქვთ და ტრაფიკის გაუმჯობესება და მოწინავე პოზიციების დაკავება სურთ.

Rank Pilots-ის ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ კლიენტებს ძალიან დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით, როგორც კონკურენტების, ასევე ბაზრის შესახებ, რათა იცოდნენ, თუ რა პოტენციალი აქვს ამ სფეროს და რა ორგანულ ტრაფიკი და შემოსავლების ზრდა არის მოსალოდნელი ჩვენი სერვისებიდან. რეალურად, სრულად ვფარავთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მიმართულებას, მათ შორის კონტენტს, ბექლინკებსა და ტექნიკურ SEO-ს”, - განაცხადა ლუკა ცხადაძემ TECH INFORM-ში.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში Rank Pilots-ის თანადამფუძნებელმა წარმატების ერთი ისტორია გაიხსენა, რომელიც საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ ონლაინმაღაზიას უკავშირდება, რომლის საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, სწორედ Rank Pilots-მა განახორციელა.

“ორი წლის წინ, ჩვენი კლიენტი იყო ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა. იმ დროს, ეს პლატფორმა ახალი ჩამოყალიბებული იყო და სამთვიანი სტაგნაციის პერიოდი ჰქონდა, რაც ამ მასშტაბის ახალი ვებგვერდისთვის საუკეთესო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.

ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტი იყო, რადგან ეს ძალიან მასშტაბური ვებგვერდი ხელით იყო აწყობილი და ყოველდღიურად ბევრი ახალი გვერდი იქმნებოდა. თუმცა დიდხნიანი შრომის შემდეგ მოვახერხეთ, რომ დღიური ვიზიტორების რიცხვი 200-300 ადამიანიდან 8,000-9,000 ადამიანამდე გავზარდეთ, ხოლო დეკემბერში, გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ეს მაჩვენებელი 13,000-14,000-მდე გაიზარდა”, - განაცხადა ლუკა ცხადაძემ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები