რა სერვისს სთავაზობს კომპანია Xperience-ი მომხმარებლებს? - საკითხზე კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო დავითაშვილმა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ საკონსულტაციო კომპანია Xperience-ი 2018 წელს შეიქმნა, რომელიც ბიზნესებს წარმატების დაგეგმვასა და მიღწევაში დახმარებას სთავაზობს. ამ ეტაპზე კომპანიაში 4 ადამიანია დასაქმებული.
მისი თქმით, კომპანია Xperience-ის გუნდის გამოცდილებით, ორგანიზაციებში წარმატება და ნამდვილი წინსვლა მაშინ იწყება, როცა მომხმარებელი და კომპანიის ყველა რგოლის დასაქმებული თანაბრად კმაყოფილია. სწორედ ამისთვის შეიქმნა 2018 წელს Xperience - დახმარებოდა კომპანიებს როგორც შიდა სტრუქტურულ ორგანიზაციაში, ისე მომხმარებლებლების გამოცდილების კვლევასა თუ გაუმჯობესებაში.
„მუშაობის პროცესში აღმოვაჩინე, რომ კომპანიას შეიძლებოდა ჰყოლოდა კმაყოფილი მომხმარებელი და ამ მიმართულებით ყოფილიყო წარმატებული, ან ჰქონოდა თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვის მიმართულება, თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი თავად კომპანიის წინსვლას არ განაპირობებდა. მიზნებისაკენ წინსვლა ნაკლები რესურსითაც კი გამოვიდა მაშინ, როცა ორივე მხარის წარმატებაზე ერთდროულად იყო ფოკუსი. სწორედ ასე მივედით დასკვნამდე, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია როგორიც შიდა, ორგანიზაციული სტრუქტურა და ამის კონცენტრირება თითოეული თანამშრომლის წარმატებაზე, ისე მომხმარებელთა ბედნიერებაზე ზრუნვა“, - აღნიშნა ნინო დავითაშვილმა.
Xperience-ის მომხმარებლები არიან საკონსულტაციო კომპანიები, სხვადასხვა სფეროს აუთსორს სერვისის მიმწოდებლები, ქსელური სავაჭრო ობიექტები, ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, სადაზღვევო კომპანიები, ფარმაცევტული კომპანიები, საავტომობილო, სარესტორნო ბიზნესი და ა.შ.
„ჩვენი სერვისი ყველა კომპანიისთვის არის განკუთვნილი, თუმცა ძირითადი ფოკუსი მცირე და საშუალო ბიზნესზეა ორიენტირებული, რამდენადაც მათ როგორც წესი, არ აქვთ რესურსი, მსგავს საკითხებზე ცალკე თანამშრომელი თუ დეპარტამენტი ჰყავდეთ, Xperience კი აუთსორსით უზრუნველყოფს ნაკლები დანახარჯით, მაღალეფექტური სერვისის მიწოდებას", - აღნიშნა Xperience-ის დამფუძნებელმა.
Xperience-მა მთლიანობაში 50-მდე კომპანიასთან განახორციელა პროექტები. რაც შეეხება მომსახურების საფასურს, განისაზღვრება ორი ფაქტორისგან: თუ რა რესურსი სჭირდება ამა თუ იმ მოთხოვნის შესრულებას და აქვს თუ არა კომპანიას მსგავსი მოთხოვნა უკვე შესრულებული.
„დამწყებ ბიზნესებს უფრო უჭირთ ჩვენი მომსახურების მიღება, და ძირითადად ჩვენს მომსახურებას ითხოვს ჩამოყალიბებული დიდი ხნის კომპანიები, რომელთაც კრიზისული პერიოდები აქვთ.“ - განაცხადა ნინო დავითაშვილმა.