მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შანსები აქვს ხვიჩა კვარაცხელიას გახდეს ოქროს ბურთის მფლობელი?

ევროპული ფეხბურთის ელიტაში ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია პირდაპირი მნიშვნელობით კაშკაშებს. ის უკვე თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. დრიბლინგი, სისწრაფე, გოლები და გადამწყვეტ მომენტებში ლიდერის თვისებები - სწორედ ამ ყველაფერმა ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცია. დღეს უკვე სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, რამდენად რეალურია, რომ ერთ დღეს ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდეს? ჯილდო, რომელიც საფეხბურთო ისტორიაში მხოლოდ ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებს მოუგიათ. რა სჭირდება ქართველ ვარსკვლავს ამ მწვერვალამდე მისასვლელად მიმდინარე სეზონში და რამ შეიძლება შეუშალოს ხელი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები