საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თვლის, რომ 2023 წელს ქართული აგროსექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მათი თქმით, გრძელდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ყველა პროექტი და წლიდან წლამდე ემატება ახალი პროგრამებიც.
ამ მხრივ აღსანიშნავია, თხილის, კაკლისა და ნუშის მხარდამჭერი, ასევე ირიგაციის პროგრამა, მევენახეობის მხარდაჭერა, ,,მწვანე ეკონომიკის" მიმართულებით განხორციელებული პროგრამები და სხვა. აღნიშვნის ღირსია ბიუჯეტიც, 2011 წლიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის 7-ჯერ გაიზარდა და მომავალ წელს უკვე 688 მლნ ლარი იქნება.
რამდენად მიზნობრივად იხარჯება სექტორისთვის გამოყოფილი თანხები და რა შედეგებით სრულდება წელი?
სტუმარი: რატი კოჭლამაზაშვილი - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე;