მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები ექნება „ბაზალტ ფაიბერსის“ და USAID-ის პარტნიორობას?

„ბაზალტ ფაიბერსმა“ და USAID-ის პროგრამამ „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი გუშინ მოაწერეს და ამ პროექტის ფარგლებში „ბაზალტ ფაიბერსი“, ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) და კოლეჯ „მოდუსთან“ ერთად, მაღალტემპერატურული ტექნოლოგიების ოპერატორის ინოვაციურ, შრომის ბაზარზე ორიენტირებულ პროფესიულ პროგრამას შექმნის, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტის აღმოფხვრას და მაღალტემპერატურული მრეწველობის სფეროში საერთო დარგობრივი პრობლემის მოგვარებას. 

ახალი პროექტი ითვალისწინებს პროფესიისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეფასების საფუძველზე, ინდუსტრიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი, მაღალტემპერატურული ტექნოლოგიების ოპერატორის მოკლევადიანი გადამზადების პროგრამის შექმნას.

სტუმარი: თემურ გრძელიძე - "ბაზალტ ფაიბერის" დირექტორის მოადგილე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები