მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები ჰქონდათ Microsoft-ს, Alphabet-ს და სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს მესამე კვარტალში

Microsoft
სტატიაში საუბარია:

მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები თავიანთი მესამე კვარტალის შედეგებს ასაჯაროებენ, რომლის მიხედვითაც, გასულ წელთან შედარებით, Alphabet-ს, Microsoft-სა და Snap-ს გაყიდვების უკეთესი შედეგები აქვთ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-მა 24 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ კომპანიის კვარტალური გაყიდვები $76,69 მილიარდია, რაც 11%-ით მეტია გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიის მოგებამ თითო აქციაზე კი $1,55 შეადგინა. ანალიტიკოსები შემოსავლებისა და თითო აქციაზე მოგებისთვის, შესაბამისად, $76 მილიარდისა და $1.46-ის მიღებას ვარაუდობდნენ. ამასთან, კომპანიამ კვარტალში $19,69 მილიარდის მოგება დააფიქსირა.

Google-ის სარეკლამო ბიზნესმა $59,6 მილიარდის კვარტალური შემოსავალი გამოიმუშავა, რაც გასული წლის იმავე პერიოდში $54,5 მილიარდი იყო. ამასთან, YouTube რეკლამებმა დაახლოებით 7,9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიპოვა.

Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორის, სუნდარ პიჩაის ინფორმაციით, TikTok-ის კონკურენტმა, YouTube Shorts-მა, გასულ კვარტალში 70 მილიარდ დღიურ ნახვებს მიაღწია.

აღსანიშნავია ისიც, რომ FactSet-ის თანახმად, სამთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, Microsoft-მა გაყიდვებიდან მთლიანობაში $56,5 მილიარდი გამოიმუშავა, ნაცვლად ანალიტიკოსთა მიერ პროგნოზირებული $54,5 მილიარდისა.

ტექნოლოგიური კომპანიის წინა კვარტალის მონაცემები გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგებს 13%-ით აღემატება და მეორე კვარტალის რეკორდულ, $56,2 მილიარდის შემოსავლებსაც აუმჯობესებს.

Microsoft-ის შემოსავლების ძლიერი ზრდა კი AI-ის ინტელექტუალური „ქლაუდ“- ერთეულის $24,3 მილიარდამდე გაფართოების პარალელურად ხდება, რაც წლიურად, დაახლოებით 20%-იან ზრდას ნიშნავს. ბირჟის დახურვის შემდგომ ვაჭრობაში Microsoft-ის აქციები თითქმის 5%-ით, $350-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება Snapchat-ის მშობელ კომპანია Snap-ს, 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშით, კომპანია ზედიზედ ორი კვარტალის განმავლობაში გაყიდვების შემცირების შემდეგ, გაყიდვების ზრდაზე დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით კომპანიის შემოსავალი $1,2 მილიარდია, რაც 5%-ით მაღალია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, Snap-მა გამოაცხადა, რომ კომპანიის წმინდა ზარალი $368 მილიონია.



"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები