მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შედეგებით დაასრულა 2024 წელი "შუა დერეფანმა"?

შუა დერეფანი

„შუა დერეფანში“ ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენცია 2024 წელსაც შენარჩუნდა. "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის“ (შუა დერეფანი) მონაცემებით, გასულ წელს ამ გზით 3.3 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, წლიურად ზრდა 20.5%-ია.

ტვირთბრუნვა „შუა დერეფანში“

  • 2024 წელი 3.332 მლნ ტონა
  • 2023 წელი 2.764 მლნ ტონა
  • 2022 წელი 1.485 მლნ ტონა
  • 2021 წელი 586 ათასი ტონა

მონაცემებით აჩვენებს, რომ დერეფანში ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა ზრდის ტემპი შენელდა. თუ 2022 წელს ზრდა 153%-ი იყო, 2023 წელს ზრდის მაჩვენებელმა 86%-მდე, ხოლო 2024 წელს 20%-მდე დაიკლო.

საპირისპიროა ტენდენცია კონტეინერების გადაზიდვის მიმართულებით. კონტეინერების რაოდენობა წლიურად მკვეთრად გაზრდილია, რასაც საკონტეინერო გადაზიდვებში 2023 წელს მკვეთრმა კლებამ შეუწყო ხელი. 2023 წელს დერეფანში კონტეინერების გადაზიდვის მაჩვენებელი 5- წლიან მინიმუმამდე იყო შემცირებული.

"ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის“ მონაცემებით, 2024 წელს 56 500 ერთეული 20-ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვა მოხდა, რაც 2023 წელთან შედარებით 2.7-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელი იყო.

საკონტეინერო ტვირთბრუნვა „შუა დერეფანში"

  • 2024 წელი 56 500 TEU
  • 2023 წელი 20 500 TEU
  • 2022 წელი 33 600 TEU
  • 2021 წელი 21 000 TEU

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები