მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგებით დასრულდა აპრილი „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის”?

BM.GE
11.05.23 13:05
200
კონტეინერების დამუშავებისა და ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთისთვის“ 2023 წლის აპრილი რეკორდული თვე იყო, 53,626 TEU კონტეინერი გადამუშავდა, რაც 91,3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილთან შედარებით. გარდა ამისა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, პირველ ოთხ თვეში ყველაზე მეტი - 25 239 ავტომობილი დამუშავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 


ამავე დროს, წლის დასაწყისიდან ეიპიემ ტერმინალს ფოთმა გასულ წელთან შედარებით მიიღო 74.6%-ით მეტი - 103 საკონტეინერო გემი. ზრდა არის რკინიგზით შემოტანილი კონტეინერების რაოდენობაშიც. რა მიმართულების ტვირთებია ტერმინალში და რა ტიპის დაინტერესებაა საქართველოს გავლით გადაზიდვებზე? 

სტუმარი: ზვიად ჩხარტიშვილი - "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" კომერციული ურთიერთობების დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები