მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგს მოუტანს დიაგონალური კუმულაცია “აჭარა ტექსტილს”?

BM.GE
18.10.21 09:26
497
საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი.

2020 წელს საქართველოდან თურქეთში გავიდა დაახლოებით 75 მლნ. აშშ დოლარის ტექსტილის პროდუქცია, რომლის დიდი ნაწილიც სავარაუდოდ შემდგომ გავიდა ევროკავშირში, ხოლო „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ პროდუქციის პირდაპირ ევროკავშირში ექსპორტირება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება. 

სტუმარი: გია ლომინაძე - "აჭარა ტექსტილი", დირექტორი


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები