მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგს მოუტანს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი სტადიონის აშენება?

ოლდ ტრაფორდის განახლება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთ თანამფლობელ ჯიმ რეტკლიფს მიზნად “ოლდ ტრაფორდის” განახლება აქვს დასახული, რომლის ადგილების რაოდენობამაც 100 ათასს უნდა მიაღწიოს. პროექტის ღირებულება 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგია, რომელშიც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული “ტრაფორდ პარკის” განახლებაც არის გათვალისწინებული. განახლების ნაწილში დაგეგმილია სპორტული, საცხოვრებელი, გასართობი, ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების აშენება.

სხვადასხვა ბრიტანული გამოცემის ცნობით, ამ განახლებამ შესაძლოა ქვეყანას 7,3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი მოუტანოს და შექმნას 92 ათასი სამუშაო ადგილი, 17 ათასი ახალი საცხოვრებელი ბინა და მოუყვანოს 1,8 მილიონი ვიზიტორი წელიწადში.

კლუბი სახელმწიფოსგან დაფინანსებას არ მოითხოვს, თუმცა მათი სურვილია, საჯარო პარტნიორობა ინფრასტრუქტურასა და უფრო ფართო რეგენერაციაზე იყოს ფოკუსირებული, ვიდრე ეს მხოლოდ “ოლდ ტრაფორდის” რეკონსტრუქციაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები