მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემოსავალი აქვს Dunkin' Donuts-ს საქართველოში

Dunkin' Donuts

შპს "დან ჯორჯია" საქართველოში Dunkin' Donuts-ის ბრენდის წარმომადგენელია. "დან ჯორჯიას" გაფორმებული აქვს ფრენჩიზის ხელშეკრულება Dunkin Brands Master Finance-თან, რომლის საფუძველზეც საქართველოში რესტორნების ქსელს მართავს. კომპანიის 100%-იან მფლობელს წარმოადგენს „გლობალ ინვესტორს ლიმიტედ“, ხოლო მის ბენეფიციარ მფლობელებს წარმოადგენენ სამსონ ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი) და ლევან ფხაკაძე (აქციების 50%-ის მფლობელი).

საქართველოში Dunkin' Donuts-ის ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანიას ამ დროისთვის გამოქვეყნებული აქვს 2023 წლის ანგარიშგება, რომლის თანახმადაც რესტორნების ქსელის შემოსავალი 68%-ით გაიზარდა და მან 47 მილიონი ლარი შეადგინა. ეს ქვეყნის მასშტაბით Dunkin' Donuts-ის ქსელის სწრაფი გაფართოების დამსახურებას წარმოადგენდა.

კომპანიის საოპერაციო ხარჯების ძირითადი ნაწილი მოიცავდა:

  • ხელფასებსა და თანამშრომელთა სარგებელს — 13.2 მლნ ლარი (2022: 5.3 მლნ);
  • მარაგის ხარჯს — 17.2 მლნ ლარი;
  • იჯარის ხარჯებს — 4.5 მლნ ლარი;
  • ცვეთასა და ამორტიზაციას — 3.4 მლნ ლარი;
  • როიალტის ხარჯს (ფრანშიზის მფლობელთან) — თითქმის 2 მლნ ლარი.

გარდა საოპერაციო ზარალისა (1,047,301 ლარი), კომპანიამ 3.7 მილიონი ლარის წმინდა ფინანსური ხარჯიც განიცადა. შედეგად, ზარალი დაბეგვრამდე შეადგენდა 4,961,283 ლარს — რაც თითქმის ოთხჯერ აღემატება 2022 წლის 1.4 მილიონიან ზარალს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები