მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემოსავალი მიიღეს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებმა 2024 წელს - რეიტინგი

beer

2024 წელს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ოთხი ძირითადი კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა, დღგ-ის და აქციზის გადასახადის გარეშე ₾458 მილიონი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ TBC Capital-ის სექტორული კვლევის პუბლიკაციაშია საუბარი.

კვლევის თანახმად, ბაზრის ლიდერად კომპანია "ლომისი" რჩება, რომლის შემოსავალმაც ოთხივე კომპანიის ჯამური რეალიზაციის 47% შეადგინა. ეს კომპანიებია:

  1. "ლომისი" - ₾216 მლნ ლარი
  2. Georgian Beer Company - ₾114 მლნ ლარი
  3. Global Beer Georia - ₾86 მლნ ლარი
  4. "არგო" - ₾42 მლნ ლარი

ამასთან, TBC Capital-ის ცნობით, 2023 წელს ბაზრის ოთხი უმსხვილესი მოთამაშის შეწონილი საშუალო საერთო მოგების მარჟა იგივე, 38%-იან ნიშნულზე შენარჩუნდა, კომპანიების მიხედვით კი ასე გადანაწილდა:

  1. "არგო" - 51%
  2. "ლომისი" - 39%
  3. Georgian Beer Company - 37%
  4. Global Beer Georgia - 33%

ცნობისთვის, 2024 წელს საქართველოში 138 მილიონი ლიტრი ლუდი მოიხმარეს, საიდანაც 87% სწორედ ადგილობრივ წარმოებაზე მოდიოდა, 13% კი - იმპორტულზე.

კომპანია "ლომისი" "ნატახტარის" ბრენდის ლუდს ასხამს, Georgian Beer Company - "ზედაზენს", Global Beer Georgia "აისის" და "ყაზბეგის" ლუდს, "არგო" კი - "არგოსა" და ლიმონათ "ზანდუკელს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები