მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი მიიღო საქართველომ იანვარ-თებერვალში ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის ექსპორტით

5e6608b5cb510
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.20 23:30
1129
წლის დასაწყისში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტი 140-მა კომპანიამ განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, წლის დასაწყისში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტი 140-მა კომპანიამ განახორციელა, რის შედეგადაც მიღებულია 46.8 მლნ აშშ დოლარი. გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ზრდამ 7% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 2 თვეში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა, 2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით არ შეცვლილა, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი ასევე 7%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები