მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალს იღებენ ქართული სატელევიზიო არხები რეკლამებიდან?

624aeb5bac12a
გიორგი თოლორდავა
04.04.22 17:03
8183
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2021 წელს სატელევიზიო მაუწყებლების კომერციული სარეკლამო შემოსავლები 2020 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.

სარეკლამო შემოსავლების საერთო მოცულობამ 2021 წელს 79.8 მილიონი ლარი შეადგინა, 2020 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 61.4 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, შემოსავლები 18.4 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

სარეკლამო შემოსავლები კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, ტელეშოპინგს, პროდუქტისა და განცხადებების განთავსებას მოიცავს.

სარეკლამო შემოსავლები სატელევიზიო არხების მიხედვით:

1. იმედი - 27.3 მლნ, საერთო მოცულობის 34.3%
2. მთავარი არხი - 11.4 მლნ, 14.4%
3. რუსთავი 2 - 10.4 მლნ, 13.1%
4. TV პირველი - 6.3 მლნ, 8.0%
5. ფორმულა - 5.7 მლნ, 7.2%
6. POSTV - 4.5 მლნ, 5.7%
7. სილქნეტი - 3.5 მლნ, 4.4%
8. GDS - 3.2 მლნ, 3.2%
9. პირველი არხი - 2.4 მლნ, 3.1%
10. რ.ბ.ჯ - 0.6 მლნ, 0.8%
11. სხვა - 4.7 მლნ, 6%

რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, 2021 წელს რადიო მაუწყებლების მთლიანი სარეკლამო შემოსავლები 0.4 მილიონი ლარით გაიზარდა და 7.2 მილიონი ლარი შეადგინა.

რადიო მაუწყებლობიდან მიღებული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი - 53.7% „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ჰქონდა. „რადიო იმედს“ – 9.8%, „ქართულ რადიოს“ (რადიო "მაესტრო") - 5.4%, „რადიო პალიტრას“ - 5.2%, „რადიო ჯორჯიან თაიმსს“ 3.9%, „მდ ჯგუფს“ - 3.4%, ხოლო „ჩვენ რადიოს“ - 3% ეკავა. „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმას“ - სარეკლამო შემოსავლის 2.7%, კომპანია „მედიასტრიმს“ - 2.6% და სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთს“ - 1.5% ეკავა. სხვა რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ჯამურმა წილმა 8.3% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები