მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავლები აქვს გალიფ ოზთურქის კომპანიებს საქართველოში?

629660ed80d4f
ნინო ტაბატაძე
01.06.22 00:00
7208
თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც დღეს დააკავეს, საქართველოში არაერთ აქტივს ფლობს. მათ შორის 2 კომპანია საქართველოს საფონდო ბირჟაზეა დალიტული.

საფონდო ბირჟაზე B კლასის 54,476,929 აქცია აქვს განთავსებული „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმს“. ეს კომპანია ფლობს და მართავს 7 სასტუმროს.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 1 სასტუმრო - 455-ნომრიანი „ეიფორია“ მის საკუთრებაშია, დანარჩენი 6 კი იჯარით აქვს აღებული. ეს სასტუმროებია: „სქაი თაუერი“, „ინტურისტ პალასი“, „ბიზნეს ლეჯენდ ჰოტელს“, „სითი ჰოტელს და „ეუფორია - აპარტამენტები და რეზიდენცია“, „ლეგენდა“.

კომპანიის ბენეფიციარი მფლობელი თურქი ბიზნესმენი, დღეისათვის საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქია.

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმმა“ 2021 წელს სასტუმროს ოპერირებიდან 14.65 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წლიურ ჭრილში შემოსავლები 2.6 მილიონი ლარით იყო შემცირებული. კომპანიის მთლიანი შემოსავალი 19.27 მლნ ლარს შეადგენდა. წმინდა მოგება კი, 2.648 მლნ ლარი იყო, 2020 წელს მიღებული 6.83 მილიონიანი ზარალის შემდეგ.

რაც შეეხება „გრინ დაზღვევა საქართველოს“, რომლის ბენეფიციარი მფლობელი ასევე გალიფ ოზთურქია,  ბირჟაზე 2020 წლის 24 დეკემბრიდან ივაჭრება.

კომპანიას 2021 წელს 2.68 მლნ ლარის წმინდა პრემია ჰქონდა მოზიდული. ანაზღაურებული ზარალი 358 ათასი ლარი იყო. წლის სრული შემოსავალი კი, 723 ათასი ლარამდე იყო შემცირებული, 2020 წელს არსებული 1.85 მლნ-ის შემდეგ.

როგორი იყო 2021 წელი ბიზნესმენის კუთვნილი სს “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიასთვის”, უცნობია. ფინანსური ანგარიშგება ჯერ არ გამოქვეყნებულა. 2020 წელს კი, ამ ჰოლდინგის 43.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის წმინდა ზარალი 52.5 მილიონი ლარი იყო. ჯგუფის აქტივების ზომა 535 მილიონი ლარია.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავება საგამოძიებო სამსახურმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა.

განცხადება გაავრცელა გალიფ ოზთურქის კომპანია "მეტრო ჰოლდინგმაც“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები