მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში ჩაითვლება პარლამენტი არალეგიტიმურად? - კონსტიტუციონალისტის მოსაზრება

პარლამენტი

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, პარლამენტის ლეგიტიმაცია საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთსულოვნებაზე არის დამოკიდებული.

მისი თქმით, თუ საქართველო მოქალაქეები იტყვიან, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმური იყო, ის ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.

"ლეგიტიმურობა დამოკიდებული არის იმაზე, პოლიტიკური სპექტრი და ქართული საზოგადოება მოვლენას, ამ შემთხვევაში პარლამენტს აღიარებს თუ არა იმ შედეგებით, რად შედეგებიც ცესკომ გამოაქვეყნა. ლეგიტიმურობა ჩვენს მოქალაქეებზე არის დამოკიდებული. თუ მოქალაქეები ვიტყვით, რომ არჩევნები ლეგიტიმური არ არის, მაშინ ის ლეგიტიმური ვერ იქნება. დღევანდელი აქცია ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა გააჩნია რა მოთხოვნები იქნება აქციაზე" , - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ "საქმის კურსის" ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები