მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში ჩაშლის ჩინეთი $23-მილიარდიან პორტების გარიგებას BlackRock-სა და MSC-თან?

BlackRock
BM. GE
24.07.25 19:30
457

ჩინეთი პანამაში მდებარე მნიშვნელოვანი პორტების გაყიდვაზე ამერიკულ BlackRock-თან და Mediterranean Shipping Company-სთან (MSC) დაგეგმილ $23-მილიარდიან გარიგებას ჩაშლის, თუ სახელმწიფო კომპანია Cosco გაყიდულ პორტში წილებს ან ვეტოს უფლებას არ მიიღებს.

ოფიციალურმა ბეიჯინგმა უკვე გააფრთხილა მოლაპარაკებებში ჩართული ჰონკონგური კომპანია და მას შესაბამისი პოზიციის გატარებისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება უბრალოდ გაიყინება.

Cosco საზღვაო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა და მას ჩინეთის სახელმწიფო ფლობს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ერთ-ერთ მიზნად პანამის არხზე ჩინეთის გავლენის შემცირება დაისახა. სწორედ ამის ნაწილი იყო პანამის ხელისუფლებაზე ზეწოლა. როგორც ჩანს, ჩინეთი დასჯერდა ტრამპის მოთხოვნას, თუმცა არა კონტროლის ბერკეტების დათმობის ხარჯზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები