მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეისწავლის კონკურენციის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დარღვევის საკითხს? - განმარტება

645a1c764cc48
ინგა მურუსიძე
09.05.23 23:35
663
მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ შაიშმელაშვილი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში ინტერესდება კონკურენციის სააგენტო ამა თუ იმ საკითხის შესწავლით, რაც ონლაინ-ვაჭრობას და მომხმარებლის უფლებების დარღვევას ეხება. საკითხზე მან "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ ბოლო პერიოდში სააგენტომ გაავრცელა არაერთი ინფორმაცია, როცა მომხმარებლის უფლებების დარღვევით ტექნიკის არაერთი მაღაზიაა გამოვლენილი.

“იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ტექნიკის მოვაჭრე სუბიექტებმა კანონი სავარაუდოდ დაარღვიეს. კანონი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ თუკი ბიზნეს სუბიექტი თვლის, რომ კანონდარღვევას ჰქონდეს ადგილი, მიმართოს სააგენტოს, არ შევამოწმოთ ადგილზე, თავად გამოასწოროს ხარვეზები და მომხმარებლის უფლებებიც აღადგინოს”, - განმარტა შაიშმელაშვილმა.

მისივე თქმით, სააგენტოს საქმის შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევას. ანუ საქმე უნდა გვქონდეს ისეთ დარღვევასთან, რამაც შეიძლება სხვა მომხმარებელიც დააზარალოს. არის ერთეული შემთხვევა, როცა სუბიექტმა მიწოდება დააგვიანა, ან ნივთი იყო ნაკლიანი და შეცვალა, ერთ შემთხვევაში ფასი არასწორად იყო მითითებული, თუმცა სხვა შემთხვევაში ფასს სწორად უთითებდა - ასეთი შემთხვევები სააგენტოს განხილვის საგანი არ არის”, - განმარტავს მარიამ შაიშმელაშვილი.

რაც შეეხება კითხვას, თუ რამდენად არის უკვე ცნობადობა მაღალი მომხმარებლის მხრიდან, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ 6 თვეში სააგენტოში უკვე 230 განცხადება შევიდა და ეს მაჩვენებელი არ ითვალისწინებს ქოლ-ცენტრებში შესულ ზარებს, სადაც ოპერატორები მოქალაქეებს კონსულტაციებს უწევენ.

“ხშირია შემთხვევები, როცა მომხმარებელი ჩვენთან მოსვლამდე მიმართავს მაღაზიას, თავის უფლებებს აცნობს და საკითხს მოლაპარაკების შედეგად აგვარებენ. ან ბიზნეს სუბიექტი მოგვმართავს ამა თუ იმ შემთხვევაში როგორ მოიქცეს მომხმარებელთან და ა.შ.”, - განმარტა შაიშმელაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები