Galt & Taggart-ის განახლებულ საინვესტიციო პლატფორმა GT Trader-ს კარგი შედეგები აქვს. ამის შესახებ "საქმიან დილაში" Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნიშნიანიძემ განაცხადა.
მან იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც განახლებული სავაჭრო პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს.
"GT Trader ისეთი პროდუქტია, რომელიც ფარავს ყველა ტიპის კლასს, ანუ აქციები, ბონდები, ფონდები, CFD. მოგეხსენებათ, განვაახლეთ პლატფორმა, შედეგები ძალიან კარგია. დავამატეთ რეალურად ბირჟების რაოდენობაც, ანუ მცირე აზია, აზიის ბირჟებიც დაემატა. ამავდროულად დავამატეთ ღამის ვაჭრობის საათები ამერიკის ფასიანი ქაღალდებისთვის და ახლა კლიენტს შეუძლია როგორც რეგულარული სესიის განმავლობაში, ასევე ბირჟის დაწყებამდე, დახურვისას და ღამის საათებშიც ივაჭროს გარკვეული აქტიებით. ასევე დავამატეთ fractional equity-ის ნაწილი და ბონდის, პირობითად 1000$-ის ნომინალის ღირებულების ბონდი უკვე შეგიძლია გაცილებით მცირე მოცულობით იყიდო. შესაბამისად, საკმაოდ კარგი ცვლილებები, აღარაფერს ვამბობ ანალიტიკური ნაწილის დამატებაზე",- თქვა დავით ნიშნიანიძემ.




























