OpenAI-სა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია ბრიტანეთს საჯარო სექტორში, კერძოდ, იუსტიციის, განათლების, ეროვნული უსაფრთხოებისა და სამოქალაქო სერვისების მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში დაეხმარება.
OpenAI-ს მხრიდან დოკუმენტს ხელი კომპანიის ხელმძღვანელმა, სემ ალტმანმა მოაწერა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მდივანი, პიტერ კაილი წარმოადგენდა. მემორანდუმის ფარგლებში, ხელისუფლება AI ჩეთბოტის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას შეუწყობს ხელს. საჯარო სექტორში დაინერგება ვირტუალური ასისტენტი - Humphrey.
ცნობისთვის, სტარმერის კაბინეტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დასანერგად £1 მილიარდი გირვანქა სტერლინგის დახარჯვას გეგმავს. დიდ ბრიტანეთში მოელიან, რომ OpenAI-სთან თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სამუშაო ძალის პროდუქტიულობას გაზრდის, რაც ქვეყანას დამატებით £47 მილიარდის დოვლათს შეუქმნის.




























