მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შეთავაზებები აქვს ხელისუფლებას ბიზნესისთვის?

BM.GE
28.02.18 08:54
1241
საერთაშრისო სავალუტო ფონდი მთავრობას კერძო სექტორთან პირდაპირი შეთანხმებების დადების შეზღუდვას სთხოვს. ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო ამბობს, რომ მსგავსი შეთანხმებები კონკურენტულ გარემოს ზღუდავს. შედეგად, თუკი კერძო სექტორს კონკრეტული პროექტი ექნება, რომლის შეთავაზებაც და განხორციელებაც მთავრობასთან ერთად ენდომება კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში, მთავრობა ვალდებული იქნება პროექტი განიხილოს და მის შესრულებაზე - ტენდერის, წინადადებების საჯარო მიღების თუ აუქციონი გამოაცხადოს, რომელში მონაწილეობაც პროექტის ავტორთან ერთად სხვა კომპანიებსაც შეეძლებათ. შედეგად, შესაძლოა ბიზნესს სახელმწიფოსთან კერძო ინციატივებით მიმართვის სურვილი აღარ ჰქონდეს, რადგანაც ტენდერში სხვა კომპანიამ გაიმარჯვოს და პროექტიც სხვამ განახორციელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები