მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეთავაზებებს უმზადებს Wowchy მომხმარებლებს "შავი პარასკევისთვის"?

black friday

სასაჩუქრე ციფრული ვაუჩერების ონლაინ პლატფორმა Wowchy მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ფასდაკლების პერიოდისთვის, ანუ black friday-სთვის ემზადება.

როგორც სტარტაპის დამფუძნებელმა, თათია ხაინდრავამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, კომპანია ბრენდების მიერ შეთავაზებულ ფასდაკლებებთან ერთად, მომხმარებლებს ვაუჩერებზე ფასდაკლებებს შესთავაზებს.

"როგორც იცით, ბრენდები მომხმარებლებს ამ პერიოდში საკმაოდ დიდ ფასდაკლებებს სთავაზობენ. შესაბამისად, ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ მათ ფასდაკლებულ პროდუქციას კიდევ ჩვენი ფასდაკლების შეთავაზება დავამატოთ. მაგალითისთვის, თუ კომპანია 100 ლარის პროდუქციას ფასდაკლებით 80 ლარად შესთავაზებს, ამ 80 ლარს კიდევ ჩვენი ფასდაკლებაც დაემატება, რაც მომხმარებელს მომგებიან პოზიციაში აყენებს. ახლა პროცენტზე ვფიქრობთ, თუ რამდენ ფასდაკლებას გავაკეთებთ", - ამბობს ხაინდრავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები