მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეცვალა DRG დაფინანსების მოდელზე გადასვლამ? - 10 თვის შედეგების შეჯამება

გასულ კვირას, ჯანდაცვის სამინისტრომ DRG-ის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან, ასევე პარლამენტისა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაფინანსების DRG-ის ამოქმედებიდან 10 თვის შედეგები შეაჯამა. 

სამინისტროს განცხადებით, DRG-ის ამოქმედების შემდეგ, ნახევარ მილიონამდე სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული და სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა; მათივე განცხადებით, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დადებითი შეფასება მოწმობს. მაყურებელს შევახსენებ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მიხედვით დაფინანსებაზე სატესტო რეჟიმში გასული წლის ნოემბრიდან, სრულყოფილად კი მიმდინარე წლის იანვრიდან გადავიდნენ. რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს რეფორმა? 

სტუმარი: არჩილ მორჩილაძე - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები