მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეცვალა რეფერენტული ფასების შემოღებამ ფარმაცევტულ ბაზარზე?

მას შემდეგ რაც ფასების რეგულირების მექანიზმი, ე.წ რეფერენტული ფასწარმოქმნა ამოქმედდა გაჩნდა რისკები რომ ბაზარზე მაღალი ხარისხის, ევროპული წარმოების მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნებოდა.

ფარმაცევტული ასოციაციის ინფორმაციით, 1200-ზე მეტი მედიკამენტი მწვავე დეფიციტშია და არსებობს წამლები, რომლებიც ამ მოცემულობით მარაგების ამოწურვის შემდეგ ბაზარზე ვეღარ შემოვა.

დარგობრივი ასოციაციების თქმით, იმ შემთხვევაში თუ არსებულ მეთოდოლოგიაში ცვლილებები არ შევა, ევროპული წარმოების მაღალხარისხიანი მედიკამენტები დაბალხარისხიანი პროდუქციით ჩანაცვლდება. როგორი იყო ფარმაცევტული სექტორისთვის 2023 წელი და რა რისკები არსებობს ბაზარზე?

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - "საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი;