„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ არასწორად შევსებულ ქონებრივ დეკლარაციების მონიტორინგის ნაწილში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის ბრალეულობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მას კითხვები დეკლარაციასთან დაკავშირებით „ცამოწმენდილზე არ გაუჩნდებოდა“. ამის შესახებ მან "ტვ პირველის
კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
- რაჟდენ კუპრაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციაში გადაცდომები ვერ დაინახა, თუმცა აღმოჩნდა, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ახდენდა ყოფილი პრემიერი, ხომ არ ფიქრობთ, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა კითხვებზე უნდა უპასუხოს მათ შორის პარლამენტში ?
რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა თუ ვინმემ არასწორად შეავსო დეკლარაცია. გამოძიება ამ მიმართულებით მიმდინარეობს და საზოგადოებამ აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაფერი მოისმინა.
- რაჟდენ კუპრაშვილის ბრალეულობას თუ ხედავთ?
რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი, მე მის ბრალეულობას ვერ ვხედავ.
- წლების განმავლობაში არაკეთილსინდისიერად ამოწმებდა დეკლარაციებს?
არასწორია თქვენი დამოკიდებულება... ცხადია, არა. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყება მუშაობს. კითხვები რაზე უნდა გასჩენოდა რაჟდენ კუპრაშვილს, ცამოწმენდილზე ხომ არ გაუჩნდებოდა კითხვები....
- არაერთი საგამოძიებო რეპორტაჟი მომზადდა და ბრალის წარდგენაშიც არის მოცემული.




























