მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სიახლეებია მოსალოდნელი კრეატიულ ინდუსტრიაში ?

კრეატიული ინდუსტრია

კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებმა BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

Postred Academy-ის ხელმძღვანელი, ანი ცინცაძე გადაცემაში აცხადებს, რომ კომპანია გარდა ფილმებზე მუშაობისა, თამაშების მიმართულებითაც ჩაერთო.

გარდა ამისა, კომპანია ასევე მუსიკის ინდუსტრიის განვითარებაზეც მუშაობს, რისთვისაც შენობას აშენებენ და ერთ წლიანი სრული კურსის შექმნაზე მუშაობენ.

„Postred Academy ამ ეტაპზე კრეატიულ წვაშია. გარდა იმისა რომ ფილმებზე ვმუშაობთ, ამასთან ჩინურ ბაზარზეც გავედით და თამაშების კუთხით ვიმუშავებთ. მოგეხსენებათ, ახლა ჩინეთში თამაშების მიმართულებით ბუმშია. Tencent-თან და სხვა დიდ კომპანიებთან დავიწყეთ თანამშრომლობა და ამის ხარჯზე კადრების დამატება, game audio-ს მიმართულებით გვიწევს.

ასევე, აკადემიის ახალი მიმართულებაა, ის რომ გარდა იმისა, რომ ხმის დიზაინის კუთხით ვვითარდებით, ამასთან გვინდა მუსიკის ინდუსტრიას ხელი შევუწყოთ. ვცდილობთ, რომ საქართველო კრეატიულ ინდუსტრიაში ჰაბი გახდეს.

ამისათვის შენობას ვაშენებთ და გვინდა, რომ ერთ წლიანი აკრედიტებული კურსი ჩამოვაყალიბოთ და მაგალითად, თუ ვიღაცას ევროპაში უწევს საქართველოდან წასვლა რომ ისწავლოს, შემდეგ უკვე საქართველოშივე ექნება შესაძლებლობა, რომ Postred Academy-ში ისწავლოს და დიდმა არტისტებმა მასტერკლასები ჩაუტარონ“,- აღნიშნავს ცინცაძე

Leavingstone-ის გენერალური დირექტორი, ერეკლე ზურმუხტაშვილი ეთერში ამბობს, რომ გასულ წელს მათი კომპანიისთვის უპრეცედენტო რამ მოხდა.

მისივე თქმით, მათი კომპანიის მიერ შემუშავებული და აღსრულებული კონცეფცია ევროპელმა მომხმარებელმა დაალიცენზირა და ევროპის ქვეყნებში წაიღო.

„შარშან ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. ფაქტობრივად ჩვენთვის ძალიან უპრეცედენტო რაღაც მოხდა. ჩვენი ნამუშევარი, რომელიც საქართველოში შეიქმნა, ვგულისხმობ კრეატიული კონცეფციის შემუშავებას და მის აღსრულებას. ერთ-ერთ ევროპელ მომხმარებელს ისე მოეწონა, რომ ეს ნამუშევარი დაალიცენზირა, შემდეგ კი ევროპის ქვეყნებში წაიღო. ანუ, ჩვენ გადაგვიხადეს თანხა იმისათვის, რომ ეს ნამუშევარი ჩვენგან შეესყიდათ და წაეღოთ ევროპის სხვა ქვეყნებში. საქართველო ძალიან პატარა ბაზარია და ძირითადად პირიქით ხდება ხოლმე, რომ ჩვენთან მოდის ხოლმე პირიქით პროდუქტი.

იმავე კომპანიასთან გვქონდა მასშტაბური პროექტი. ცხადია, ამ ევროპულ გზას მივყვებით, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები, რომ ეს მასშტაბი გაიზარდოს. ვფიქრობ, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ კრეატიული ინდუსტრიისთვის ჰაბი გახდეს და ეს იყოს ქვეყნისთვის სავიზიტო ბარათი“,-განაცხადა ზურმუხტაშვილმა.

კომპანია Windfors-ის დამფუძნებლის, ვატო ქავთარაძის ცნობით, კომპანია კვლავ რუტინულად აგრძელებს მუშაობას, როგორც აქამდე მუშაობდა. თუმცა კომპანიის განვითარება, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან იქნება გამომდინარე.

„ჩვენ ვაგრძელებთ კვლავ ისევ ისეთ მუშაობას, როგორც ვმუშაობდით. თუმცა, ნელ-ნელა უკვე აღარ ვიცით, რამდენად სრულფასოვნად შეიძლება ვიყოთ ამ რუტინაში ჩართული, რადგან ყველა ნელ-ნელა ჭკუიდან გადადის. უფრო Emergency Mode-ში გვიწევს მუშაობა.

Windfors-ის გარდა, საფესტივალო მიმართულებები გვაქვს, რომელსაც წლებია ვავითარებთ. წელს ერთი ფესტივალი ჩავატარეთ. ეს იყო თბილისის design ფესტივალი. ეს არის red black sea-ს საგაზაფხულო ვერსია, რომელიც თბილისში ჩატარდება. მას ბათუმში ვატარებთ ხოლმე, სექტემბერში.

გვყავდა ჩამოყვანილი გლობალური დიზაინის გამოჩენილი მოღვაწე, რასაც აქციები დაემთხვა. არა მგონია, რომ ჩვენ მომდევნო ფესტივალის ჩატარება მშვიდად მოგვიწიოს, ისედაც ამ არეულ-დარეულ სიტუაციაში არ ვიცით რა როგორ იმოქმედებს, რადგან ხელისუფლებამ მთლიანად გადაიყვანა ქვეყანა საავარიო რეჟიმში. საავარიო რეჟიმიდან გამოსვლა დამოკიდებულია თუ როგორ განვითარდება მოვლენები“,- აცხადებს ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები