მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სიახლეებია საგადასახადო და საფინანსო მიმართულებით, რაც ბიზნესმა 2024 წელს უნდა გაითვალისწინოს? - განმარტება

ლევან პაპიაშვილი

აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ლევან პაპიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ იმ საგადასახადო სიახლეებზე ისაუბრა, რაც ბიზნესმა 2024 წელს უნდა გაითვალისწინოს.

„სამშენებლო სექტორში ბარტერული ოპერაციების დღგ-თი დაბეგვრის ახალი წესი გვაქვს. გვაქვს ასევე სიახლე, ფიზიკური პირების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ანუ როდესაც მათ შეუძლიათ დისტანციური რეგისტრაცია გაიარონ გადასახადის გადამხდელად. ასევე არაპირდაპირი მეთოდით გადასახადის გამოანგარიშებასთან დაკავშირებით გვაქვს ახალი მეთოდური მითითება შემოსავლების სამსახურისგან დამტკიცებული, რომელიც ძალიან ყურადსაღები და მნიშვნელოვანია.

გვაქვს ასევე სიახლეები სალაროში არსებული არაგონივრული ფულადი ნაშთის დაბეგვრასთან დაკავშირებით და ამ დროს შემოსავლების სამსახურის სამოქმედო მიდგომებთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება და რა მიდგომებია ამ ნაწილში. ასევე, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება არსებობს და ამ ნაწილში ურთიერთშეთანხმების პროცედურასთან დაკავშირებით გვაქვს სიახლე, რა დროსაც სასურველია თავიდანვე მოხდეს გარკვეული დეტალების დაზუსტება თუ როგორ და სად მოხდება შესაბამისი გადასახადით დაბეგვრა, ანუ რომელ ქვეყანაში“, - განაცხადა პაპიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, რა მიმართულებით შეიძლება ბიზნესს „კრესტონ ჯორჯიას“ მომსახურება/ კონსულტაციები დასჭირდეს.

„კრესტონ ჯორჯია" არის ე.წ პროფესიული სერვისების სრული სპექტრის მიმწოდებელი ფირმა. სერვისების ჩამონათვალშია ისეთი პროფესიული სერვისები, როგორიც არის: აუდიტორული მომსახურება; საგადასახადო მომსახურება; ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურება; იურიდიული მომსახურება; საგადასახადო დავები; საშემფასებლო მომსახურება; კორპორაციულ ფინანსებთან დაკავშირებული მომსახურება და მიმდინარე წლიდან უკვე დაემატება მაგივრად განვითარებასთან დაკავშირებული მომსახურებები.

მომდევნო 1-2 წლის მანძილზე, ჩვენთან კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ნაწილი გახდება ე.წ წლიური მმართველობის ანგარიშგების მომზადების დროს გარკვეული ინფორმაციის დამატებით გამჟღავნებაც", - განმარტა ლევან პაპიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები