ენერგეტიკული ბირჟის იმ მოდელით ამოქმედება, რასაც ახლა მთავრობა გეგმავს, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებთან თანხვედრაში არაა - ამის შესახებ bmg -სთან საქართველოში Energy Community-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აცხადებს. სალომე ჯანელიძის განცხადებით, მთავრობა ამ ეტაპზე განიხილავს ბირჟის ისეთი ფორმით ამოქმედებას, სადაც უბალანსობასთან დაკავშირებული მოთხოვნები იმ ფორმით არაა გათვალისწინებული, რასაც ამას საქართველოს ენერგოგაერთიანება ავალდებულებს. ამასთან სალომე ჯანელიძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მიერ აღებულ კიდევ ერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის განცალკევებას ეხება.