საქართველოდან გლობალური აქციების უმსხვილეს ინსტიტუციურ ინვესტორს საპენსიო სააგენტო წარმოადგენს, რომლის ₾6-მილიარდიანი დანაზოგების პორტფელიდან 1 მილიარდი ლარი განთავსებულია გლობალური საფონდო ბირჟის წამყვან ინდექსებში. იქიდან გამომდინარე, რომ თავად ამ ინდექსების შემადგენლობაში შედის უმსხვილესი კომპანიების აქციები, საპენსიო სააგენტოც აღნიშნული ინდექსების გავლით უმსხვილესი კომპანიების აქციებს ფლობს.
უფრო დეტალურად, საპენსიო სააგენტოს 1 მილიარდი ლარის ღირებულების აქციების პორტფელიდან, ყველაზე მეტი თანხა შემდეგ კომპანიებში არის განთავსებული:
საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში შემავალი 10 ყველაზე მსხვილი კომპანია პორტფელის წილის მიხედვით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით:
კომპანია | კომპანიის წილი საპენსიო ფონდის აქციების პორტფელში | მილიონი ლარი |
Apple | 3.50% | 35 |
Nvidia | 3.10% | 31 |
Microsoft | 2.90% | 29 |
Amazon | 1.90% | 19 |
Meta | 1.20% | 12 |
Tesla | 1.10% | 11 |
Alphabet | 1.00% | 10 |
Broadcom | 1.00% | 10 |
Berkshire | 0.80% | 8 |
TSMC | 0.70% | 7 |
მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების 99%-ზე მეტი განთავსებულია კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში, რომლის წლიური რეალური ამონაგები 12.8%-ს შეადგენდა. სისტემის მონაწილეებს საკუთარი განაცხადის შესაბამისად, შეუძლიათ პორტფელის შეცვლა და დაბალანსებულ ან დინამიკურ საინვესტიციო პორტფელზე გადასვლა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დინამიკური საინვესტიციო პორტფელის ამონაგებია 15.3%, ხოლო კონსერვატიული პორტფელის ამონაგებია 14.3%.