ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში, საქართველოს პრეზიდენტმა შიდა და საერთაშორისო ვიზიტებზე ჯამურად 463 134 ლარი დახარჯა. სალომე ზურაბიშვილმა ყველაზე მეტი, მესამე კვარტალში დახარჯა ვიზიტებისთვის.
III კვარტალში, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისათვის ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა:
ქვეყნის შიგნით ვიზიტებისათვის: 16 235 (თექვსმეტი ათას ორას ოცდათხუთმეტი) ლარი;
საზღვარგარეთ ვიზიტებისათვის: 211 984 (ორას თერთმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაოთხი) ლარი.
რაც შეეხება სხვა ხარჯებსა და აქტივებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე 22 ავტომობილია, რაც ერთი ავტომობილით ნაკლებია 2022 წლის მონაცემზე.