პოლიტიკური ფინანსური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მმართველმა გუნდმა 1 იანვრიდან 26 აგვისტოს ჩათვლით ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იჯარაში 418 225 ლარი გადაიხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით, 1 ავტომობილის დაქირავების ფასი 600-დან 800 ლარამდე იყო. "ოცნებამ" ჯამურად 583 ავტომობილი დაიქირავა. ხელშეკრულების ზუსტი დრო დოკუმენტში ასახული არ არის.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მმართველ პარტიას მითითებული აქვს რომ 8 თვეში 2.7 მლნ ლარი შეადგინა. ღონისძიებებზე დახარჯული თანხა 838 802 ლარი იყო. მაისურებში, კეპებში, ქუდებში, დროშებში და ა.შ. 791 010 ლარი გადაიხადა.