მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თანხა გამოიმუშავა “ბარსელონამ” ესპანეთის სუპერთასის მოგებით?

ბარსელონა ესპანეთის სუპერთასი

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ესპანეთის სუპერთასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს “ბარსელონა“ და მადრიდის “რეალი“ დაუპირისპირდნენ. რიგით 263-ე “ელ კლასიკო“ საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, გამარჯვება კი “ბლაუგრანამ“ მოიპოვა, რომელმაც მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა და 2026 წლის პირველი ტიტულიც დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ კატალონიელებმა ამ გამარჯვებით ესპანური სუპერთასის ისტორიაში რეკორდული ოდენობის თანხა მოიგეს, ვინაიდან საპრიზო ფონდი გაიზარდა. ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ (RFEF) საპრიზო ფონდის გაზრდა ტურნირის პრესტიჟის ამაღლებისა და მონაწილე გუნდების მოტივაციის მიზნით გადაწყვიტა.

2025 წელს გუნდებს შორის თითქმის 20 მილიონი ევრო განაწილდა. მიმდინარე წელს საპრიზო ფონდის საერთო თანხამ კი დაახლოებით 23 მილიონ ევროს შეადგინა, საიდანაც “ბარსელონას” წილმა დაახლოებით 6 მილიონი ევრო შეადგინა.

ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის შემოსავალი სუპერთასის ჩატარებიდან 51,9 მილიონი ევრო იქნება. აქედან დაახლოებით 28 მილიონი ევრო არაპროფესიონალური ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები