მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა გამოიმუშავა ესპანეთმა მუნდიალზე გამარჯვებით?

ესპანეთი შემოსავალი 2026 მსოფლიო ჩემპიონატი

მსოფლიო ჩემპიონობისთვის ესპანეთმა FIFA-სგან რეკორდული, $50 მილიონის ოდენობის საპრიზო თანხა მიიღო.

ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯილდო და მნიშვნელოვნად აღემატება წინა ტურნირების გამარჯვებულთა პრიზებს: 2022 წელს არგენტინამ $42 მილიონი მიიღო, ხოლო 2018 წელს საფრანგეთმა – $38 მილიონი.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი $655 მილიონს შეადგენდა, რომელსაც დამატებით 72 მილიონი დოლარი დაემატა მონაწილე ნაკრებების მოსამზადებლად, რის შედეგადაც FIFA-მ ტურნირისთვის საერთო ჯამში $727 მილიონი გამოყო. $50 მილიონი დოლარი ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციას გადაეცემა, რომელიც თავად წყვეტს მის განაწილებას.

ესპანური გამოცემა
Diario AS-ის ინფორმაციით, მიღებული თანხის დაახლოებით 45%, ანუ $22.5 მილიონი, ფეხბურთელების პრემიებისთვის არის განკუთვნილი. 26-კაციანი განაცხადის პირობებში თითოეული ფეხბურთელი საშუალოდ დაახლოებით $865 ათასს მიიღებს, რასაც დამატებით ემატება ინდივიდუალური ბონუსები მათი პირადი სპონსორებისგან. საპრიზო თანხაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მსოფლიო ჩემპიონობის კომერციული ეფექტიც.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული ნაკრების გარშემო 35 სპონსორი კომპანია ჰყავს. მთავარი ტექნიკური პარტნიორია Adidas, რომელიც ესპანეთის ნაკრების ეკიპირების მომწოდებელია უკვე სამი ათწლეულზე მეტია. ფედერაციის ძირითად პარტნიორებს შორის ასევე არიან Mapfre, Iberdrola, Halcón Viajes, Ebro და Telefónica-ს ბრენდი Movistar. მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ამ კომპანიებთან არსებული კონტრაქტების ღირებულება ავტომატურად გაიზარდა, რადგან ფინალს რეკორდული სატელევიზიო აუდიტორია და ციფრულ პლატფორმებზე მაღალი ჩართულობა ახლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები