მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ძვირი უჯდება ეკონომიკას სიგარეტის მოწევა - ესპანური კვლევის შედეგები

ესპანეთი მადრიდი

ესპანეთში სიგარეტის მოხმარების შემცირებისა და თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ პროდუქტებზე გადასვლის ეკონომიკური ეფექტი დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა. ესპანეთის სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრაციის სააგენტოს (AEAT) შეფასების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული აქციზისა და დღგ- სახით მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ 8.965 მილიონ ევროს მიაღწია; თუმცა უახლესი კვლევის მიხედვით, თუკი ქვეყანაში ზრდასრული მწეველები სიგარეტს ალტერნატიული პროდუქტებით ჩაანაცვლებენ, ეკონომიკური დანაზოგი შესაძლოა 21.4-დან 31 მილიონ ევრომდე იყოს, რაც 2022 წლის მონაცემებით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2.3%- შეადგენს.

ვლევა Foment del Treball-ის მიერ, კატალონიის ეკონომისტთა კოლეგიის დაკვეთით, მომზადდა და მისი მიზანი იყო წვადი სიგარეტის თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტებით ჩანაცვლების შესაძლო ეკონომიკური შედეგების შეფასება. ავტორები ყურადღებას ამახვილებენ არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე, არამედ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების შემცირებით მიღებულ ეკონომიკურ ეფექტზეც.

კვლევის მიხედვით, თუ მწეველთა 50% სიგარეტს თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტებით ჩაანაცვლებს, ეკონომიკური დანაზოგი 10.7-დან 15.5 მილიონ ევრომდე იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ცვლილება მწეველთა 100%-ს შეეხება, აღნიშნული მაჩვენებელი 21.4-დან 31 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ერთ მწეველზე გაანგარიშებით, შეფასებული წლიური ეფექტი 1,487-დან 2,966 ევრომდეა.

აღნიშნული შეფასებისთვის გამოყენებულია ჯანმრთელობის ეკონომიკაში გავრცელებული მაჩვენებელი - ხარისხზე მორგებული სიცოცხლის წლები (QALY/AVAQ), რომლის საშუალებითაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ეკონომიკურ ღირებულებაში გადაყვანა ხდება. კვლევის თანახმად, რაც უფრო მეტი მწეველი გადადის სიგარეტიდან თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ პროდუქტებზე, მით უფრო იზრდება სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი.

რა დგას ეკონომიკური ეფექტის უკან

სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებული ეკონომიკური ტვირთი მხოლოდ უშუალოდ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ხარჯებით არ შემოიფარგლება. საუბარია იმ დაავადებების მკურნალობის ხარჯებზეც, რომლებიც მოწევასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ონკოლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებებ. ამასთან, მოწევასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ დანაკარგებში იგულისხმება შრომისუნარიანობის შემცირება, სამსახურის გაცდენა და ნაადრევი სიკვდილიანობით გამოწვეული დანაკარგებიც. შესაბამისად, სიგარეტის მოხმარების შემცირება ფასდება არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, არამედ ეკონომიკური ეფექტის თვალსაზრისითაც.

კვლევის მიხედვით, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ეკონომიკურ ღირებულებას ეფუძნება 21.4-31 მილიარდი ევროს შეფასება.კვლევის პრეზენტაციისას Foment del Treball-ის პრეზიდენტმა ხოსეპ სანჩეს ლიბრემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ხელი უნდა შეუწყონ ინოვაციასა და ისეთი პროდუქტების განვითარებას, რომლებიც ჯანდაცვის რისკების მართვასა და შემცირებას ემსახურება.

თუმცა კვლევის მონაცემები არ ნიშნავს, რომ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა ან რისკისგან თავისუფალია. ჯანმრთელობის თვალსაზრისით საუკეთესო არჩევანი თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების მოხმარების შეწყვეტაა.

სხვა ქვეყნების მაგალითები

მსგავსი ეკონომიკური შეფასებები სხვა ევროპულ ქვეყნებშიც არსებობს. იტალიასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა ScienceDirect-ზე გამოქვეყნებული კვლევა აფასებს, რომ თუ ზრდასრულ მწეველთა ნახევარი სიგარეტს შედარებით ნაკლები რისკის მქონე ნიკოტინისა და თამბაქოს შემცველი ალტერნატიული პროდუქტებით ჩაანაცვლებ, სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების ხარჯების შემცირების შედეგად, ჯანდაცვის სისტემას, დაახლოებით, 722 მილიონი ევროს დაზოგვა შეეძლებ.

ბრიტანეთის შემთხვევაში განიხილეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ზრდასრული მწეველების 50% სიგარეტის მოწევას თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი შემცირებული რისკის მქონე კატეგორიის სხვა პროდუქტებით ჩაანაცვლებდა. კვლევის შეფასებით, აღნიშნულ სცენარში მოწევასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა დაახლოებით 13%-ით შემცირდებოდა, რაც დაახლოებით 500 მილიონი ფუნტის ოდენობის დანაზოგს ნიშნავს. ამასთან, პროგნოზის მიხედვით, საავადმყოფოებში დაახლოებით 30 000 საწოლი გათავისუფლდებოდა, რაც რესურსების უფრო ეფექტიან განაწილებასა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს.

ევროპაში ზიანის შემცირების პოლიტიკის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება შვედეთის მაგალითზეა გამახვილებული, რადგან ევროპარლამენტმა შვედეთი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა. ქვეყანაში სიგარეტის მოხმარება ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალია, მაშინ როცა ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტები, მათ შორის სნუსი და ნიკოტინის ბალიშები ფართოდ გამოიყენება. OECD-ის მიერ 2025 წელს გამოქვეყნებული სიმსივნის შესახებ ანგარიშის მიხედვით, შვედეთში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მამაკაცებში ფილტვის კიბოს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები