მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 320-ზე?

MERAB DVALISHVILI

MMA-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა, კორი სენდჰაგენი დაამარცხა და UFC 320-ზე ჩემპიონის ტიტული წარმატებით დაიცვა.

BM.GE დაინტერესდა, რა თანხას გამოიმუშავებს ქართველი მებრძოლი ამ გამარჯვებისთვის. საინფორმაციო გამოცემა Economictimes-ის ინფორმაციით, UFC 320-ზე მერაბ დვალიშვილის ანაზღაურება ამ გამარჯვებისთვის დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენს.

იგივე წყაროს ცნობით, UFC 316-ზე გამარჯვების შემდეგ დვალიშვილის ჯამური შემოსავლები დაახლოებით 2.3–2.39 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც მას UFC-ს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მებრძოლად აქცევს.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა. ამჟამად ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 21 გამარჯვებაა, ხოლო UFC 320-ზე მოპოვებული გამარჯვება მისთვის ზედიზედ მე-14 წარმატებაა - ეს კი UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები