21 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარასმა ზედიზედ მეორედ მოახერხა უიმბლდონის ფინალში გასვლა და მეტოქედ კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდა, თუმცა შედეგი უცვლელი დარჩა.
თუკი გასულ წელს 5 სეტი გახდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად, წელს ალკარასმა საქმე სამ სეტში დაასრულა ანგარიშით 6:2, 6:2 და 7:6.
აღსანიშნავია, რომ საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ნოვაკ ჯოკოვიჩის ტურნირზე მონაწილეობის საკითხი, რადგან მაისში საფრანგეთის ღია პირველობაზე მან მენისკი დაიზიანა და ინგლისურ დიდ ტურნირს 100%-ით მზად ვერ შეხვდა.
სერბი სპორტსმენი უიმბლდონზე გამარჯვებებით კვლავ მეორე ადგილს იკავებს 7 ჩემპიონობით და მხოლოდ როჯერ ფედერერს ჩამორჩება, რომელსაც თავის მხრივ 8 საჩემპიონო სლემი აქვს მოპოვებული.
უიმბლდონის საპრიზო ფონდი 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, საიდანაც ჩემპიონმა ალკარასმა 3,5 მილიონი მიიღო, ხოლო დამარცხებულ ჯოკოვიჩს პრიზად 2,2 მილიონი ერგო.
21 წლის ალკარასისთვის ეს მეოთხე დიდი სლემის ტიტულია, აქამდე ესპანელმა 2022 წელს ამერიკის ღია პირველობა, 2023 წელს როლან გაროსი და უიმბლდონი, ხოლო წელს კიდევ ერთი უიმბლდონი მიიღო, რაც მისი ასაკის გათვალისწინებით ფენომენალური შედეგია.
შეგახსენებთ, რომ ახლახან ამერიკულმა სპორტულმა გამოცემა Sportico-მ 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილს სწორედ ალკარასი იკავებს 45 მილიონი ევროთი, ხოლო მეორე ადგილზე ნოვაკ ჯოკოვიჩია 38,7 მილიონით.