ესპანეთის სუპერთასზე მონაწილეობისთვის განკუთვნილი საპრიზო ფონდი გასულ წელთან შედარებით გაიზრდება. ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს. როგორც წყარო იტყობინება, ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ (RFEF) საპრიზო ფონდის გაზრდა ტურნირის პრესტიჟის ამაღლებისა და მონაწილე გუნდების მოტივაციის მიზნით გადაწყვიტა.
2025 წელს გუნდებს შორის თითქმის 20 მილიონი ევრო განაწილდა. ტურნირში მონაწილეობისთვის “ბარსელონამ“ და “რეალმა“ 6-6 მილიონი ევრო მიიღეს, “ბილბაომ“ – 2 მილიონი, ხოლო “მალიორკამ“ – 850 ათასი. გარდა ამისა, ნახევარფინალისტებს დამატებით 1-1 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო გამარჯვებულმა “ბლაუგრანამ“ – კიდევ 2 მილიონი მიიღო. მიმდინარე წელს საპრიზო ფონდის საერთო თანხა დაახლოებით 23 მილიონ ევროს შეადგენს. თითოეული კლუბი თავის წილს მოპოვებული ტიტულების, ისტორიისა და სატელევიზიო აუდიტორიის მიხედვით იღებს.
ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის შემოსავალი სუპერთასის ჩატარებიდან 51,9 მილიონი ევრო იქნება. აქედან დაახლოებით 28 მილიონი ევრო არაპროფესიონალური ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.




























