მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას გამოიმუშავებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლით?

საქართველო ევრო 2024

ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების დამარცხების შემდეგ საქართველოს ფინალური დაპირისპირება საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ელის, გამარჯვებული კი ევრო 2024-ის საგზურს მიიღებს.
უეფას ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე თითოეული ნაკრებისთვის 9,25 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი; ეს არის ის თანხა, რასაც საქართველო საბერძნეთის დამარცხების შემთხვევაში გამოიმუშავებს.

უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე თითოეული გამარჯვებისთვის უეფა 1,5 მილიონ ევროს იხდის, ხოლო ფრის შემთხვევაში ნაკრებს 750 ათასი ევრო ერგება.

რაც შეეხება ფინალურ სტადიას მერვედფინალში გასვლა 2 მილიონ ევროდ ფასდება, მეოთხედფინალურ სტადიაზე მოხვედრა 3,25 მილიონით, ნახევარფინალურ ეტაპზე უეფა 7 მილიონ ევროს იხდის, ფინალში გასვლისთვის გუნდები 7 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო ტურნირის გამარჯვებისთვის 10 მილიონია გამოყოფილი. მთლიანად ტურნირის საპრიზო ფონდი კი 371 მილიონ ევროს შეადგენს.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის ფინალში საქართველოს მეტოქე საბერძნეთის ეროვნული ნაკრები იქნება, თამაში კი “დინამო არენაზე”, 26 მარტს, 21:00 საათზე შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები