პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისთვის სპორტსმენები, მწვრთნელები, პარაოლიმპიური ნაკრების საექიმო პერსონალი და ადმინისტრაციული ჯგუფი ფულად პრიზებს მიიღებს.
საქართველოს მთავრობის გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელშიც ის თანხებია განსაზღვრული, რასაც ისინი მიიღებენ.
განკარგულების თანახმად, დაწესებული პრიზების გარდა, პარაოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო ადგილების დაკავებისთვის სპორტსმენებს დამატებით მიეცეთ ფულადი ჯილდო, შემდეგი ოდენობით:
1 -ელი ადგილი 830 000 ლარი,
მე-2 ადგილი - 398 000 ლარი,
მე-3 ადგილი - 182 000 ლარი,
მე-5 ადგილი - 50 000 ლარი.
გარდა ამისა, პარიზის 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე სპორტსმენები, რომლებმაც ვერ დაიკავეს საპრიზო ადგილები, მიიღებენ 50 000 ლარს.
პარამძლეოსან სპორტსმენს, პარაოლიმპიური და მსოფლიო რეკორდების დამყარებისთვის გადაეცემა 300 ათასი ლარი და ა.შ.
დაჯილდოებისთვის გამოყოფილი თანხა, 7 545 520 ლარი კულტურის და სპორტის სამინისტროდან გამოიყოფა.