მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თანხა ჯდება 118 “სახალხო არტისტის” სტიპენდიებით უზრუნველყოფა - ბიუჯეტის ანგარიში

618a446c79ac0
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.21 14:14
2099
ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ამჟამად 118 “სახალხო არტისტზე” გასცემს ყოველთვიურ სტიპენდიებს.

“სტიპენდიებით უზრუნველყოფილი იქნა 118 საქართველოს სახალხო არტისტი, სახალხო მხატვარი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი,” - ნათქვამია დოკუმენტში.

მთავრობის 2 ნოემბრის დადგენილებით, “სახალხო არტისტის” წოდების მქონე პირების სტიპენდია 200 ლარით გაიზარდა და ის 600 ლარს შეადგენს. შესაბამისად, თუკი აქამდე 118 “სახალხო არტისტის” სტიპენდიები ბიუჯეტს წელიწადში 566,000 ლარი უჯდებოდა, ეს თანხა ახლა 850,000 ლარამდე გაიზარდა.

თემურ ჭყონია სახალხო არტისტების სტიპენდიებზე - ინტერვიუ:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები