მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სახელმწიფო ბიუჯეტი სასულიერო აკადემიას ₾100 000-ით დაეხმარება - განკარგულება

მამა გიორგი ზვიადაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 000 ლარის ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

მთავრობის განკარგულების თანახმად, აღნიშნული თანხა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისათვის გამოიყოფა.

ფინანსური დახმარება განხორციელდება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში. სწორედ ამ პროგრამის ასიგნებებიდან უნდა უზრუნველყოს განათლების სამინისტრომ საჭირო ღონისძიებების გატარება თანხის გადასარიცხად.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის რექტორიც დეკანოზი გიორგი ზვიადაძეა.

მთავრობამ საპატრიარქოს 53 დაწესებულებას, საგანმანათლებლო მიზნებით, ₾43 მლნ გამოუყო - სია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები