კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს, რომელიც კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
მიხეილ კიკნაძე ამ დრომდე შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო.
მიხეილ კიკნაძის მიერ შევსებული 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, კულტურის სამინისტროში მისვლამდე ის საქართველოს რკინიგზაში ანალიზისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ კი კომპანია "ჯიარ ტრანზიტ ლაინის" შიდა მონიტორინგის მენეჯერი.
კულტურის სამინისტროში bm.ge-ს უთხრეს, რომ მინისტრის შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო პირველმა მოადგილემ მაკა გურგენიძემაც. სხვა მოადგილეები კი, პოსტებზე რჩებიან.
ამჟამად ასეთი ორი მოადგილე გიორგი მირცხულავა და გრიგოლ ცერცვაძე არიან.
უკვე ყოფილი მინისტრი თინათინ რუხაძე გუშინ "პირადი განცხადების საფუძველზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო" გადადგა.




























