მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა შედის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან?

BM.GE
27.03.23 13:51
247
2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით ბიუჯეტში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 12%-იანი კლება ფიქსირდება. როგორც სახელმწიფო ხაზინის მონაცემებიდან ირკვევა, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში მიმდინარე წლის ორ თვეში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან 1,874,465.50 ლარი შევიდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,124,796.21 ლარი. 

რაც შეეხება სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს, აქ 160%-იანი ზრდაა. 2023 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან 808,734.00 ლარი შევიდა ხოლო 2022 წლის ორ თვეში 310,800.10 ლარი. 

სამაგიეროდ 81%-იანი კლება ფიქსირდება წამახალისებელი გათამაშებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებში. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის ორ თვეში წამახალისებელი გათამაშებიდან ბიუჯეტში 335,137.50 ლარი შევიდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,779,946.11 ლარი. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ელი მარტიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, ძალაში შევიდა სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის და დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირებისთვის (მათ შორის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის) აიკრძალა ონლაინ აზარტული თამაშები.

გასული წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია 1 457 526 პირი. დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი - მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 ადამიანი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867 განაცხადი დარეგისტრირდა.

რა ხდება ბაზარზე რეგულაციებიდან 13 თვის თავზე?

სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები