მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხით აჯილდოვებენ ოლიმპიურ ჩემპიონებს სხვადასხვა ქვეყნები

61056700753c2
BM.GE
02.08.21 00:00
18240
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მედალოსნებისათვის არ გასცემს ფულად ჯილდოებს, ქვეყნების უმრავლესობა საკუთარი ხარჯებით აჯილდოებს ათლეტებს. ამას გარდა, ოლიმპიელების დიდი ნაწილის შემოსავალი სახელმწიფო სპორტული ასოციაციებისგან მიღებულ სტიპენდიებსა და გრანტებსაც მოიცავს. ზოგი სპორტსმენი მიზნების მისაღწევად ქრაუდსორსინგსაც კი მიმართავს.

იშვიათ შემთხვევებში, ათლეტები სხვადასხვა ორგანიზაციასთან მაღალშემოსავლიან გარიგებებში ერთვებიან. მათ შორისაა ცნობილი იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა, რომლის ხელშეკრულებებით მიღებულმა შემოსავალმა ბოლო 1 წელიწადში $55 მილიონი შეადგინა, რის შემდეგაც ოსაკა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტი ქალი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ყოველ აღებულ მედალზე გაცემული ბონუსები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, სინგაპური ოქროსმედალოსან ათლეტებს თითქმის 20-ჯერ მეტი ფულადი ბონუსით აჯილდოებს, ვიდრე აშშ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, რაც დაახლოებით 324,150 დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ტოკიოს 2020 წლის მიმდინარე ოლიმპიადაზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

წყარო: forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები