მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თემატიკის წიგნები იყიდება საქართველოში ყველაზე მეტად? - კვლევა

620aaa07f2efc
თამთა ჯიჯავაძე
15.02.22 01:00
1374
საქართველოში ყველაზე პოპულარული ქართულენოვანი და უცხო ენიდან თარგმნილი წიგნებია. ამის შესახებ საუბარია „ეისითის“ მიერ „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა“ და „მწერალთა სახლისთვის“ მომზადებულ ქართული წიგნის ბაზრის 2016-2020 წლების კვლევაში.

„ მკითხველების გაცილებით მაღალი დაინტერესება აღინიშნება ქართულენოვანი და უცხო ენიდან თარგმნილი წიგნების მიმართ, რომელიც ბოლო წლების მანძილზე, უპირობოდ ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სწორედ მათზე მოდის გამომცემლობების შემოსავლის უდიდესი წილი (70%<).

რაც შეეხება კატეგორიებს, შემოსავლის გენერირების უმთავრესი წყარო საბავშვო წიგნები (29%-33%), ყველაზე კითხვადი (ე.წ. „მეინსტრიმული“, 25%-33%) და არამხატვრული ლიტერატურაა (14%-16%), ყველაზე ნაკლებად კი რელიგიური თემატიკის წიგნები იყიდება (2%-3%)“, - წერია მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში წიგნებით საცალო ვაჭრობის მიმართულებით სპეციალიზებული 140 აქტიური კომპანია და 9 ბუკინისტია რეგისტრირებული. წლიური ბრუნვისა და დასაქმებულთა რაოდენობის გათვალისწინებით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა (83%) მცირე კომპანიას წარმოადგენს, საშუალო ზომის საწარმო საერთოდ არ ფიქსირდება, მსხვილი კი მხოლოდ 1 კომპანიაა.