18 აპრილს თბილისი "ინგლისური სამართლის ფორუმს" უმასპინძლებს, რომელზეც, პანელური დისკუსიის ფორმატში, საერთაშორისო სამართლის გამორჩეული პროფესიონალები და გამოცდილი პრაქტიკოსები საკუთარ გამოცდილებაზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო დავებისა და კომერციული გარიგებების შემთხვევაში ინგლისური სამართლის იმპლემენტაციის შესაძლებლობებზე, ისაუბრებენ.
ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი ლონდონში მოღვაწე ქართველი იურისტი და Lawlex Solicitors-ის მმართველი პარტნიორი, რუსლან უღრელიძეა, რომელმაც BMG-სთან ფორუმზე განსახილველი საკითხების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანელურ სესიებს საინფორმაციო ხასიათი ექნებათ და პრაქტიკოსი იურისტების პროფესიულ გამოცდილებას შეეხება.
"აღნიშნულ ფორუმზე კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ, როგორიცაა არბიტრაჟი, აქტივების მართვა, იურისდიქციული გამოწვევები და სირთულეები და სხვა. პანელურ დისკუსიებს კი დარგის სპეციალისტები და პროფესიონალები წარმართავენ, თითოეული სესია საინფორმაციო ხასიათის იქნება და მონაწილე სპიკერთა პრაქტიკულ ცოდნას შეეხება. ფორუმი საშუალებას მოგცემთ, ჩაერთოთ სადავო დისკუსიებში და შეიძინოთ ახლებური ხედვა სამართლის სფეროში არსებულ ტენდენციებისა და განვითარების შესახებ", - აღნიშნა რუსლან უღრელიძემ.
მისივე თქმით, ფორუმი საერთაშორისო დავების წარმართვის პროცესებთან დაკავშირებით, დამსწრე საზოგადოებას სრულყოფილ ცოდნას გაუზიარებს, რის გამოც განსახილველი თემების მრავალფეროვანი სია დიდი დაკვირვებითაა არჩეული.
"ფორუმით დაფარული საკითხები ძალიან დიდი სიფრთხილით შევარჩიეთ, და ვფიქრობთ, რომ მთავარი გამოწვევებისა და საკითხების შესახებ, განსაკუთრებით საერთაშორისო დავების მიმართულებით, სრულყოფილ ცოდნას გავუზიარებთ დამსწრე საზოგადოებას. თითოეული საკითხი შესაძლოა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვიხილოთ, თუმცა ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და გლობალური სასამართლო ფონის შექმნაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მაგალითად, საერთაშორისო არბიტრაჟი და ინგლისური საკონტრაქტო კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო სფეროს წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო ტრანზაქციებისა და დავების მიმართულებით. ამ სფეროთა პრინციპული გააზრება და პრაქტიკული დანერგვა, ადვოკატებს ეხმარებათ, ეფექტური კონტრაქტების შედგენაში და დავების უფრო სწრაფ გადაჭრაში. ამასთანავე, სანქციების რეჟიმი და აქტივების კონტროლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხებია დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. პროფესიონალმა ადვოკატებმა უნდა შეძლონ და კომპლექსური რეგულაციების ფონზე გააგრძელონ საქმიანობა, რამდენიმე ქვეყნის იურისდიქციის გათვალისწინებით. გარდა ამისა, სამართლის უზენაესობა და სასამართლო დამოუკიდებლობა, სასამართლო სისტემის ფუნდამენტური საწყისებია, რომლებიც გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს სამართლის ადმინისტრირებაში. განაჩენის აღსრულების სესია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლის პროფესიონალებისთვის, რათა დარწმუნდნენ, რომ ერთი ქვეყინის იურისდიქციით მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნისთვისაც ცნობილია და აღსრულდება. საკითხების ფართო დიაპაზონის დაფარვით, ფორუმი მიზნად ისახავს, რომ იურისტები უფრო ღრმა ცოდნა მიაწოდოს საერთაშორისო სასამართლო გარემოს შესახებ, რათა მათ ჰქონდეთ საჭირო ცოდნა და უნარები, რომლების საშუალებას მისცემთ, ამ კომპლექსურ სფეროში წარმატებას მიაღწიონ", - ამბობს რუსლან უღრელიძე.
კითხვაზე, როგორ დაეხმარება დამსწრე საზოგადოებას ფორუმზე განხილული საკითხები, პრაქტიკული სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვაში, უღრელიძე აღნიშნავს, რომ სფეროთი დაინტერესებული პირები ფორუმზე წარმართული პანელური დისკუსიის ფარგლებში, სასამართლო სფეროში ამჟამინდელი ტენდენციების, საუკეთესო პრაქტიკებისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.
"დისკუსია არბიტრაჟზე, აქტივების მართვაზე, თუ გამოწვევებზე, არა მხოლოდ ფუნდამენტურ თეორიულ ცოდნას მისცემს დამსწრე საზოგადოება, არამედ მათ საშუალებას მისცემთ, პრაქტიკული ხელსაწყოები და სტრატეგიები საკუთარ პრაქტიკას მოარგონ. დარგის ექსპერტები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაგვიზიარებენ კომპლექსურ საერთაშორისო დავებზე, აქტივების ეფექტურ მართვასა და აღდგენასა და სასამართლო დაბრკოლებებზე.
ფორუმზე დამსწრე საზოგადოება მიიღებს ცოდნას სასამართლო სფეროში ამჟამინდელი ტენდენციების, საუკეთესო პრაქტიკებისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ. სფეროს განვითარებასთან ერთად ინფორმირებულობის შენარჩუნება, სამართლის პროფესიონალებს ეხმარებათ, უკეთ მოემზადონ და გაუმკლავდნენ საერთაშორისო პრაქტიკის სირთულეებს და თითოეული კლინეტისთვის ეფექტური გამოსავალი შეიმუშაონ", - განმარტავს ფორუმის ორგანიზატორი.
თბილისში "ინგლისური სამართლის ფორუმი" გაიმართება - ინტერვიუ ენტონი მეცერთან