პროგრამული უზრუნველყოფის (Software) ინდუსტრია გლობალური ციფრული ეკონომიკის ფუნდამენტური საყრდენია, რომელიც ხელს უწყობს პროდუქტიულობის, კომუნიკაციის, ავტომატიზაციისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს ყველა სექტორში. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვაშია აღნიშნული
პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური ინდუსტრიის მიმოხილვის თანახმად, აშშ კვლავ დომინანტურ ბაზრად რჩება, რასაც მხარს უჭერს საწარმოების მხრიდან დიდი ხარჯები და წამყვანი ღრუბლოვანი ეკოსისტემები, ხოლო ევროპა და აზია აგრძელებენ ციფრული შესაძლებლობების გაფართოებას.
პუბლიკაციის თანახმად, ინდუსტრიის გამოწვევებს შორისაა ინტენსიური კონკურენცია, სწრაფი ტექნოლოგიური მოძველება, მონაცემთა კონფიდენციალურობის რეგულირება და საწარმო სისტემებში ინტეგრაციის სირთულე.
ტენდენციები კი მოიცავს ღრუბლოვან ტექნოლოგიურ მიგრაციას, ციფრული ოპერაციების გაფართოებას, კიბერუსაფრთხოების მზარდ მოთხოვნებს და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებზე მაღალ მოთხოვნას.
"სამომავლოდ პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრია გვთავაზობს გრძელვადიან სტაბილურ ზრდას, რომელსაც მხარს უჭერს ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და მზარდი გლობალური დიჯიტალიზაცია, ხოლო პლატფორმის ლიდერები საუკეთესოდ არიან პოზიციონირებულნი საწარმოებისა და მომხმარებლების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად",- აღნიშნულია მიმოხილვაში.




























