მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა თქვა ერდოღანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე? - თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატი განცხადებას ავრცელებს

სს

თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატი ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

„პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანტალიის მე-5 დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ლიდერებმა თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ მცდელობებს თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდისა და მრავალ სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, განსაკუთრებით ენერგეტიკული თანამშრომლობის კუთხით.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევა გრძელდება.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ ეფექტიანობას“, – ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები