მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა წერია FITCH-ის მიმოხილვაში “რუსულ კანონზე” და EU-სა და აშშ-სთან ურთიერთობებზე

ratings

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსული კანონის მიღება საქართველოსთვის მაღალი პოლიტიკური რისკია, რამაც, EU-სა და აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობები გააუარესა და შესაძლოა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაფერხოს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის ინიიცირებით და 2024 წლის მაისში საბოლოო მიღებით საქართველოში გაიზარდა პოლიტიკური ბუნდოვანება, რაც ფართო მასშტაბიან საპროტესტო აქციებში აისახა. პოლიტიკური დაძაბულობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს 2024 წლის ოქტომბერში ჩანიშნული საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.

Fitch-ის ხედვით, საზოგადოებაში გაზრდილი პოლარიზაცია და საჯარო ინსტიტუციებისადმი შემცირებული ნდობა საქართველოს მმართველობის ინდიკატორებზე უარყოფით გავლენას მოახდენს. კანონის მიღებით მკვეთრად გაუარესდა ურთიერთობები ევროკავშირსა და აშშ-სთან და, შესაძლოა, გადავადდეს EU-ში გაწევრიანების პროცესიც”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

Fitch-ის მიმოხილვაში საუბარია გეოპოლიტიკურ რისკებზეც და აღნიშნულია, რომ რუსეთთან დაკავშირებული რისკები კვლავ მაღალ დონეზეა, თუმცა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტის ესკალაცია მოსალოდნელი არ არის.

სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო განხილვებისა და საქართველოს მიერ NATO-სა და EU-სკენ მისწრაფების კონტექსტში, რუსეთთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მაღალ დონეზე რჩება. Fitch-ი არ ელის, რომ ხანგრძლივად გადაუჭრელი კონფლიქტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთის ჩართულობით, საშუალოვადიან პერიოდში გამწვავდება”, - ნათქვამია Fitch Ratings-ის მიმოხილვაში.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის შეფასებით, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზეა შენარჩუნებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები